Saturday, November 6, 2010

საქართველოს ისტორიული მხარეების ეთნოგრაფიული რუკა


პროექტის მიზანი.    საქართველოს კუთხეები,  მისი ქალაქების, კლიმატური პირობების, ზნე– ჩვეულების, შრომა– საქმიანობის, ჩაცმულობის გაცნობა. დამოუკიდებელი მუშაობა, მასალის  მოძიება. ანალიზის უნარი ჯგუფში მუშაობის უნარ–ჩვევების გამომუშავება.სხვისი აზრის მოსმენა და საკუთარი სამშობლოს სიყვარულის აღზრდა.
პროექტის აღწერა: „საქართველოს ისტორიული მხარეების ეთნოგრაფიული რუკის შექმნით მოსწავლეები არა მარტო კუთხეებს ეცნობიან არამედ, სწავლობენ ყველა კუთხის ქალაქებს,  მდებარეობას, კლიმატურ პირობებს, ზნეჩვეულებებს და სხვა. განსაკუთრებით ტაძრებს მის აგებულებას. შრომითი  საქმიანობით მოსწავლეები ხვდებიან, რომ ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი ზნეჩვეულებები და  შრომის ფორმა აქვთ. აქვთ  განსხვავებული ნაგებობანი, საცხოვრებელი სახლები.   თემის. „ჩვენი სამშობლოდან“  საქართველოს კუთხეების  შესწავლამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მრავალი იდეა დაიბადა. მივედით იმდასკვნამდე, რომ ყოველი მხარის შესწავლის უკეთ შესწავლა–გაცნობისათვის უკეთესი იყო შეგვექმნა ,,საქართველოს ისტორიული მხარეების ეთნოგრაფიული რუკა’’
აზრთა ჭიდილში დაიბადა სწორედ ეს იდეა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და გაააქტიურა მოსწავლეები. შევქმენი რუკა კუთხეებით. მუყაოს მასალით.გავუკეთე ყოველ კუთხეს ჭრილები,სადაც შესაბამისი მასალები იდებოდა. ფერადი ფოტოების სახით ყოველი ახალი თემის მოძიების შემდეგ რუკა ლამაზი და მიმზიდველი გახდა. ჩაცმულობა ყველა კუთხეს თავისებური აქვს და ამ მასალის მოძიებით შექმნით მოსწავლეთა აქტიურობა იმდენად დიდი იყო, რომ პასიური მოსწავლე აღარ არსებობდა კლასში.ახალი იდეების შემდეგ გადავწყვიტეთ რუკის ქვემოთ გაგვეკთებინა ჯიბაკი სადაც კითხვები გროვდებოდა.შრომატევადმა სამუშაომ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოგვეძებნა კორდინატორი, რომელიც დაგვეხმარებოდა. ასეთი იყო ადომელ ბადურაშვილი რომელიც ამ სკოლაში სწავლობდა. პროექტი მრავალმხრივი, სასარგებლო აღმოჩნდა და ხანგრძლივ დროს მოითხოვდა. ჯგუფურდა წყვილებში მუშაობის დროს მოძიებული მასალის ირგვლივ იკვეთება საკუთარი აზრი და ინტერესი. ,,საქართველოს ისტორიული მხარეების ეთნოგრაფიული რუკა’’ სასარგებლოა სხვისთვისაც, რადგან ის მოიცავს სხვადასხვა მოსაძიებელ მასალებს,  რაშიც  სხვაც უნდა ჩაებას. ამ პროექტში  ყველა მასალა მოძიებულია ქართულ ენაზე , ასევე ისტ  გამოყენებით სხვადასხვა  ენაც. ინტერნეტით. ინგლისური.
გამოყენებულია წიგნი ,,ქართული მიწის ბარაქა’’. დავგეგმეთ თიანეთში მცხოვრებ ფშავლებთან , არტნის დაწყებით სკოლასა და ახალსოფლის საჯარო სკოლასთან უთიერთობა რადგან ჭიაურაში ხევსურები ცხოვრობენ, მათი ზნე ჩვეულების უკეთ გაცნობის მიზნით.
განსაკუთრებით ეროვნული სასწავლო გეგმის სრულყოფილად, მოთხოვნათა დონეზე შესასწავლად იყო კავშირი ასევე ისტორიასთან, ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან. კოორდინატორის დახმარებამ მიზანმიმართული გახადა პროექტის სრულყოფა.
მოძიებული და გამოყენებული იქნა უამრავი მასალა. რუკა ყოველი გაკვეთილისათვის სხვადასხვა მასალის შესატყვისად იცვლებოდა, რამაც ყველა მოსწავლე გაააქტიურა და ცოდნის დონეც გაუმდიდრა.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი:გიული ბენდუქიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:giuli.bendulidze@gmail.com